გორის დილა ფინანსების გამო შეიძლება დაიშალოს

მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ გორის დილა. შარშან ამ გუნდს ერთი ნაბიჯი აკლდა ევოპის ლიგაზე მოსახვედრად. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ გორელებს შ.ს.ს აფინანსებდა და ამით მათ მოახსერხეს საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ჩამოყვანა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება. ფაქტია, რომ გორის სტადიონი დილას ყველა საშინაო მატჩზე სავსე იყო ხოლმე. ხალხი საქართველოს ჩემპიონატს მოუბრუნდა.

თუმცა , არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ხელისუფლება შეიცვალა. შ.ს.ს. -მ და ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადეს, რომ არ შეიძლება რომელიმე სამინისტრო აფინანსებდეს რომელიმე სპორტის გუნდსო. მაგრამ ამასთან ერთად , მათ პირობა დადეს, რომ სეზონის ბოლომდე დაფინანსების შეწყვეტა არ მოხდებოდა. თუმცა ეს პირობა დაარღვიეს. დღევანდელი მონაცემებით, გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია, რომელის დამსახურებაცაა ის, რომ დღესდღეობით გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამოს.

მესმის, რომ არაა სასურველი რომელიმე სამინისტრო აფინანსებდეს რომელიმე სპორტის გუნდს, მაგრამ როცა ქვეყანაში სპორტის განვითარება გინდა და ინვესტორები ამაში ფულს არ დებენ , მაშინ თვითონ ხელისუფლებამ უნდა ჩადოს ამაში ფული. უნდა დაანახოს ინვესტორს, რომ ამ ქვეყანაში არის პოტენციალი, რომ იყოს მაღალი დონის ჩემპიონატი და ამის მერე თვითონ იქნებიან დაინტერესებულნი იმით, რომ რომელიმე გუნდის შეისყიდონ.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გორის დილას ფანკლუბი “ლომკაცები” ძალიან აქტიურობენ. მათ არ უნდათ საყვარელი გუნდის ასე დაჩაგვრდა და ალბათ არცერთ ფეხბურთის მოყვარულს ეს არ უნდა. მეც ძალიან მიყვარს დილა. მეც ძალიან ვწუხვარ ამაზე და ჩემი მხრიდან პროტესტსაც გამოვხატავ. არ დააფინანსონ გუნდები და იყოს მაშინ ერთგუნდიანი ჩემპიონატი და მარტო დინამო იყოს ჩემპიონი. დღეს საქართველოშ რამდენიმე გუნდს აქვს მსგავსი პრობლემა და სახელმწიფო ამაზე არ ზრუნავს. ალბათ ვბრუნდებით იმ დროში, როცა ფედერაცია წყვეტდა ვინ იქნებოდა ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონი და ვინ გახდებოდა დავით ყიფიანის თასის მფლობელი.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მსგავსი სურათი:

გორის დილა იშლება

ჩემი თხოვნა იქნება შ.ს.ს.-ს და სპორტის სამინისტროს მიმართ , რომ სულ მინიმუმ დანაპირები შეასრულონ და სეზონის ბოლომდე ჰქონდეს დილას ისეთივე დაფინანსება, როგორიც სეზონის დასაწყისში ჰქონდა. თუ გაითვალისწინებთ კარგია, თუ არა . . .

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s