თსუ დესპანი 2013

უკვე მეორე წელია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „თსუ დესპანი“ , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სკოლებში უნივერსიტეტის გაცნობას. პროექტის იდეის ავტორები არიან ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი გრიგოლაშვილი და ქეთი მურუსიძე. პირველ წელს პროექტში მონაწილეობა დაახლოებით 120 სტუდენტმა მიიღო, წელს კი მათი რიცხვი 550-მდე გაიზარდა.

IMG_7918

ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვართ, ზუსტდ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, მე (გიგა ჩალაური) და ჩემი გუნდელები ანი ჯიჯიეშვილი და სოფო ჩიქვინიძე. 2013 წლის 8 თებერვალს ჩვენ უნივერსიტეტის პრეზენტაცია ჩავატარეთ გორის მე-11 საჯარო სკოლაში თამარ გიგაურთან ერთად, რომელიც თსუ-ს ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის წარმომადგენელია. უნივერსიტეტთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სამეცნიერო პოპულარული ნაშრომის პრეზენტაცია თემაზე : „თამაშთა თეორია“ და ვიქტორინა.

IMG_7923

IMG_7976

ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არამარტო დამამთავრებელმა კლასებმა, არამედ მე-10 და მე-11 კლასებმაც. სკოლის მოსწავლეები დიდი ყურადღებით ისმენდნენ უნივერსიტეტის ისტორიასა და იქ არსებულ სწავლების მეთოდებს. ზოგიერთმა მათგანმა დასვა რამდენიმე საინტერესო კითხვა.

 

საბოლოოდ , მინდა ვთქვა, რომ პროექტი როგორც შარშან, ასევე წელს შედგა და მომავალ წელსაც ჩატარდება. პროექტის ორგანიზატორები გეგმავენ , რომ მომავალ წელს პროექტში მონაწილე სტუდენტთა რიცხვი საკმაოდ გაიზრდება, რადგან წელს შემოსული იყო 700-მდე მსურველის აპლიკაცია, საიდანაც ორგანიზატორთა მიერ შეირჩა 500 მათგანი.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s