მათემატიკა ყოველდღიურობაში

დღეს ბევრი ახალგაზრდას მათემატიკისადი არაშესაფერისი დამოკიდებულება აქვთ. ბევრისგან მოვისმენთ : “რა საჭიროა ამდენი მათემატიკა , ბაზარში რომ წავალთ ხურდას ხომ მაინც სწორად დავითვლითო ?! ” . ამ პოსტით მინდა ჩემებურად დავანახო მათ, რომ მათემატიკა გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.  სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალიან ბევრი ახალგაზრდა თამაშობს აზარტულ თამაშებს. თუმცა არცერთი მათგანი არ იხილავს მასში მოგების ან წაგების შანსებს. ამ პოსტში განვიხილავ კაზინოს მაგალითზე.Ruletka - Kasyno - Hazard

როგორც წესი კაზინოში რულეტკის თამაშისას არის 37 ვარიანტი. 18 წითელი ფერი, 18 შავი ფერი და 1 “ზერო” . განვმარტოთ რას ნიშნავს ზერო. თუ მოვიდა ზერო, მოთამაშე ყველა ვარიანტში წაგებულია. თუ მოთამაშე დადებს რომელიმე ფერზე , ალბათობა იმისა, რომ მან მოიგოს არის 16/37. ასევე აღვნიშნოთ, რომ მოთამაშე თუ გამოიცნობს ფერს, ის იგებს ორჯერ დადებულ თანხას. ანუ თუ დადო 5 ლარი და მოიგო , მისი მოგება იქნება 10 ლარი. ბევრისგან მოვისმენთ, რომ ე.წ. “პირამიდა” მომგებიანი სტრატეგიაა. სანამ უშუალოდ ახსნაზე გადავალთ, განვმარტოთ თუ რას ნიშნავს პირამიდა. პირამიდას სტრატეგიის თანახმად, თუ ჩვენ დავდებთ რაიმე თანხას და წავაგებთ, შემდეგ დადებაზე ვდებთ გაორმაგებულს წინა ჯერზე დადებულ თანხისას. ანუ თუ მე დავდე 10 ლარი და წავაგე, შემდეგ ჯერზე დავდებ 20 ლარს. ახლა განვიხილოთ ეს სტრატეგია. კი , ვეთანხმები მათ ვინც ფიქრობს რომ “პირამიდა” მომგებიანი სტრატეგიაა. მათემატიკურად მტკიცდება, რომ “პირამიდა”-ს სტრატეგიით და იმ პრინციპით, რომ თამაშს ვწყვეტთ პირველივე მოგებისთანავე, ჩვენ მოგებაში ვიქნებით ზუსტად იმდენს, რაც იყო ჩვენი პირველი ფსონი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა კაზინოს მფლობელმა იცის ამის შესახებ და არცერთი კაზინო არ რთავს მოთამაშეს 100 ლარზე(დოლარზე) მეტის დადების ნებას. ანუ ჩვენ თამაში რომ დავიწყოთ 2 ლარით, მაქსიმუმ მეექვსე დადებაზე უნდა მოვიგოთ, რომ მოგებაში დავრჩეთ 2 ლარს. ეს კი პრაქტიკულა შეუძლებელიცაა და მითუმეტეს 2 ლარის მოგებისთვის კაზინოში არავინ შევა. ამიტომ არ ამართლებს ე.წ. “პირამიდა”-ს სტრატეგია. ასე , რომ ეს არის მაგალითი იმაში დასარწმუნებლად, რომ თეორიულად შეიძლება გამოვთვალოთ მოგება და მისი შანსი აზარტულ თამაშებში, მაგრამ ეს თეორიული გამოთვლა პრაქტიკაში არ ამართლებს.

7 thoughts on “მათემატიკა ყოველდღიურობაში

  1. ყოველი მეცნიერება იმდენად არის მეცნიერება, რამდენადაც იგი შეიცავს მათემატიკას – მგონი პითაგორამ თქვა

  2. “პირამიდა” ამართლებს თუ არა რიცხვებზე ან ფერებზე დადებ არამედ სექტორებზე სადაც მოგება სამმაგდება. შეგიძლია შეამოწმო

    • მაინც არ ამართლებს, რადგან 100 ერთეული არის მაქსიმალური ფსონი

  3. raris maqsimaluri psoni 100? gushin cin 825 dolari davde seqtorze magram aravis araperi utqvams acharashi shegizlia tuar vcdebi 50 atasi dado seqtorze araris problema 500 dolaris dadebac ciprze tuar gjeravt shedit da naxavt

    • მე არ ვთამაშობ კაზინოში და არც არასდროს მქონია თამაშის სურვილი, თუმცა მრავალ უცხოურ კაზინოში არის შეზღუდვა და ეს არის ფაქტი. ამ პოსტში კი კონკრეტულ თანხას და რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის იმისი იდეა, რომ კაზინოში მოთამაშე რჩება ყოველთვის წაგებული, მიუხედავად იმისა, რომ მოგების თეორიული შანსი არსებობს

  4. წითელი-შავზე თამაში ყველაზე ცუდი ვარიანტია, მიუხედავად იმისა, რომ შანსები თითქმის 50/50 ზეა… სექტორებზე შედარებით მომგებიანია, თუმცა ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ ამას ვერ აქცევთ თქვენს ჯიბის ფულად!
    თუ ვინმეს რულეტკის თამაში უნდა ნუ დაიწყებს ტაქტიკების ძებნას. გადახედოს თავის თავს და თუ მას გააჩნია იმდენად მტკიცე ნერვები, რომ მოგებაზეც კი არ შეეცვალოს ემოციური მგდომარეობა და გააჩნია ცოტაოდენი იღბალი მაინც მოუხმოს მეხსიერებას და კარგად დაიმახსოვროს სავარაუდო მომდევნო ციფრები კონკრეტული ციფრის/ციფრების დაჯდომის შემდეგ… ამას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო და კარგი ნერვები თუ რულეტკას ამ გზით შეისწავლი შეიძლება ის შენი შემოსავლის წყარო გახადო, თუმცა გახსოვდეთ ყოველთვის მოგებული მარტო კაზინოა და არა მოთამაშე

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s