“თსუ დესპანი 2013” დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში

2013 წლის 1 მარტს პროექტ „თსუ დესპანი 2013“-ის ფარგლებში ჩემს გუნდელებთან (სოფიო ჩიქვინიძე და ანა ჯიჯიეშვილი) ვეწვიე დემირელის სახელობის სკოლას.

შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. სამწუხაროდ, ჩვენს პრეზენტაციას არ დაესწრნენ მე-12 კლასელები, რადგან ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად იყვნენ მე-11 კლასელები, რომლებიც დიდი ყურადღებით ისმენდნენ ჩვენს მონათხრობს უნივერსიტეტის შესახებ. მოსწავლეებმა ბევრი კითხვა დასვეს. მსმენელების უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი საბავშვო უნივერსიტეტში გაწევრიანებისა და ამ პროექტში მონაწილეობის მიღების. ჩვენც ჩავიწერეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და წარვუდგენთ მას ამ საკითხში კომპეტენტურ პირებს.

IMG_0055

უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ სოფოს და ანის მომზადებული ვიქტორინა, რამაც მოსწავლეები ძალიან გაახალისა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ კითხვაზე ისინი ძალიან სწორად და კარგად მსჯელობდნენ. ვიქტორინის დასრულების შემდეგ , გამოვავლინეთ გამარჯვებული გუნდი და მათ გოგოების ნაყიდი ბლოკნოტები გადავეცით სიმბოლურად.

ჩვენ აქამდე ვიყავით გორის მე-11 საჯარო სკოლაში და დემირელში წასვლით დავასრულეთ ეს პროექტი ჩვენთვის. სამივე კმაყოფილი დავრჩით ამ პროექტით და ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ პროექტის იდეის ავტორებსა და ხელმშემწყობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2014 წელს აუცილებლად გაიმართება „თსუ დესპანი 2014“ , რომელშიც ჩვენი გუნდი კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

 

გიგა ჩალაური

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s