ინტელექტის საერთაშორისო დღე

მოგეხსენებათ ყველას, რომ 13 აპრილი ითვლება ინტელექტის საერთაშორისო დღედ. ყოველდწლიურად ამ დღეს იმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები თუ შეჯიბრებანი. საქართველოში დამკვიდრდა ტრადიციად , რომ ყოველი წლის 13 აპრილს ჩატარდეს ინტელექტუალური თამაში : რა ? სად ? როდის ? სკოლებს შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველი კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ჩვენც გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად “ამოცანები მათემატიკასა და პროგრამირებაში” (https://www.facebook.com/groups/350595294955290/) ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება. შეჯიბრება-თამაში გაიმართება მათემატიკის დარგში და ყველა კითხვა იქნება მათემატიკიდან. ვინაიდან და რადგანაც, ამ ჯგუფში ბევრი მოსწავლეა, ამოცანები საკმაოდ მარტივია. გარდა მოსწავლეებისა , ჯგუფში არიან სტუდენტებიც. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს. ამ ღონისძიების მიზანია , რომ სიმბოლურად აღვნიშნოთ ინტელექტის საერთაშორისო დღე და ამასთან ერთად ახალგაზრდებში მოვახდინოთ მათემატიკის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაცია.

რაც შეეხება ჩატარების ფორმატს. კონკურსის კითხვები დაიდება ამავე საიტზე და ყველა მონაწილეს შეეძლება აქედანვე პასუხების გაგზავნა ისე , რომ სხვა სხვის პასუხებს ვერ დაინახავს. დღის ბოლოს კი გამოქვეყნდება მონაწილეების მიერ დაგროვებული ქულები. სასურველია მონაწილეობის მსურველებმა მოითხოვონ მითითებულ ჯგუფში გაწევრიანება. გისურვებთ წარმატებებს !

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s