უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემები

დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში რომ იდეალური მდგომარეობა არ არის ამაზე , ალბათ , არავინ კამათობს. სამწუხაროდ, სიტუაცია რომელიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებშია, იდეალურისგან ძალიან შორსაა. ხშირად მაქვს საუბარი სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. პირადად მე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა უნივერსიტეტით კმაყოფილი ვარ. თუმცა, პრობლემები ამ უნივერსიტეტშიც საკმაოდაა. მოკლედ მიმოვიხილავ ამ პრობლემებს და ამ პრობლემების გამოსწორების ჩემეულ ხედვას.

სამწუხაროდ, დღეს უნივერსიტეტში არის რამდენიმე ლექტორი, რომელიც მუდმივად აგვიანეს ლექციაზე თუ სემინარზე. ეს არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც , ჩემი აზრით , საკმაოდ მარტივია. როგორ ? ჩემი აზრით, ლექტორს, რომელიც 5 წუთზე მეტს დააგვიანებს ლექციაზე ან სემინარზე, უნდა დაექვითოს გარკვეული თანხა ხელფასიდან. ეს გარკვეული დასჯა და ამავე დროს გაფრთხილება იქნება ლქეტორისა, რომ მსგავსი ქმედება აღარ გაიმეოროს. თუ მისი მხრიდან იგივე ფაქტი განმეორდა, ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. ყოველ შემდეგ ინციდენტზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს და როცა მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე ( პირობითად 5-ჯერ ) განმეორდება, შეუჩერდეს ლექტორს ხელშეკრულება. შეიძლება ეს უკანასკნელი ძალიან მკაცრი სასჯელია, მაგრამ მსგავსი სასჯელი მოუწოდებს ლექტორს იმისკენ , რომ არ დააგვიანონ ლექციაზე ან სემინარზე. შეიძლება ბევრმა ლექტორმა თქვას, რომ რა უნდა მოხდეს მაშინ , როცა სტუდენტი დააგვიანებს ლექციაზე ? ეს უკვე ლექტორის კომპეტენციაა და ჩემი აზრით, არცერთმა ლექტორმა არ უნდა მისცეს სტუდნეტს ლექციაზე შესვლის უფლება, თუ სტუდენტი დააგვიანებს ლექციაზე 5 წუთზე მეტს. მსგავსი ქმედება და სასჯელი ვფიქრობ, რომ უფრო დისციპლინარულს გახდის როგორც ლექტორს, ასევე სტუდენტს.

რამდენიმე ნაცნობთან თუ მეგობართან საუბრისას გავიგე, რომ ბედნიერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის სტუდნეტი, რომელიც ლექციაზე მივა და ლექტორი ადგილზე დახვდება (“ეს ცოტა გაზვიადებით“) . რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ყველა ლექტორზე, თუმცა თუ ერთი ლექტორი მაინც არის ასეთი, რატომ არ უჩერებენ მას ხელშეკრულებას ? ლექტორობა ეს მარტო პროფესია არ არის. ეს არის ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. ყველა ლექტორი პასუხისმგებელია ახალგაზრდა თაობის წინაში, რადგან მათ უნდა აღზარდონ თაობა, რომელიც შემდეგ ქვეყნის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. რატომ უნდა დავღუპოთ ახალგაზრდები ? რატომ უნდა დაიჩაგრონ ისინი ლექტორის არადისციპლინარულობით ?

გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემისა, უნვიერსიტეტებში კიდევ არის მრავალი უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას და ამაზე სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ ერთად უნდა იზრუნოს.

2 thoughts on “უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემები

  1. მონაცემთა სტატისტიკაში და მათდაპროგრამებაში დადეთ რამე სხვა საგნების მსგავსად :((

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s