მოგზაურობა ბოშათა ქალაქში

მაკედონიაში პროექტ „Roman Journey From Darkness To Brightness”-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა ბოშების პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას მომიწია გარკვეულ ჯგუფთან ერთად გამეკეთებინა ინტერვიუ ერთ-ერთ ასეთ ოჯახთან ქალაქ ბიტოლაში, სადაც ერთი დასახლება მთლიანად ბოშებისაა. მათთან კონტაქტის დასამყარებლად დაგვეხმარა ერთ-ერთი მაკედონიელი გოგონა. გთავაზობთ ინტერვიუს :

IMG_0202

1.    რამდენი ადამიანი ცხოვრობთ ოჯახში ?

მოხუცმა ქალბატონმა გვითხრა, რომ მას ჰყავდა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი, ხოლო თითოეულ მათგან ჰყავდა ორ-ორი შვილი.

2.    როგორი არის თქვენი საცხოვრებელი პირობები და ცხოვრების სტილი ?

ჩვენ საკმაოდ ცუდი საცხოვრებელი პირობები გვაქვს, რადგან არ გვაქვს შესაბამისი შემოსავალი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. არ გვაქვს საშალება იმისა, რომ ბავშვება სკოლაში იარონ.

3.    მთავრობა რამით გეხმარებათ ?

კი, ყოველთვიურად გვაძლევს დახმარებას 200 დენარის ოდენობით (დაახლოებით 35 ევრო) , მაგრამ ეს თანხა არ არის საკმარისი ჩვენისთანა დიდი ოჯახისთვის.

 

ქალბატონმა გვითხრა, რომ სკოლაში სწავლა 8 კლასი უფასოა, ხოლო მე-9 კლასიდან უკვე ფასიანი.

4.    არ გიცდიათ მიგეღოთ დახმარება მთავრობისგან ბავშვების სკოლაში სატარებლად ?

დიახ, მთავრობამ შემოგვთავაზა დახმარება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება იმისა, რომ ბავშვებს ვუყიდოთ შესაბამისი ტანსაცმელი.

5.    ვინმე თუ მუშაობს თქვენს ოჯახში ?

არა. თავს ბოთლების შეგროვებით და მისი გაყიდვით ვირჩენთ.

6.    რატომ არ მუშაობთ ? ეს თქვენი სურვილია თუ არ გაქვთ შესაბამისი უფლება ?

აქ ხალხის ნაწილი არ მუშაობს, რადგან მათ დისკრიმინაციას აქვს ადგილი. ნაწილს კი ეუბნებიან, რომ არ აქვს შესაბამისი განათლება მუშაობისთვის.

7.    გაქვთ თუ არა რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი ? ID ბარათი ან პასპორტი ?

დიახ, ჩვენ გვაქვს , მაგრამ აქ ცხოვრობს ხალხი ვისაც არ აქვს მსგავსი არაფერი.

8.    რა არის მიზეზი იმისა, რომ მათ არ აქვთ ID ბარათი ან პასპორტი ?

მიზეზი მარტივია, მათ არ სურთ რომ ჰქონდეთ მსგავის საბუთი.

9.    ფიქრობთ რომ შესაძლებელია თქვენი პრობლემების გადაჭრა ?

შეუძლებელია რაფერია, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი იმისთვის, რომ ყველაეფრი მოწესრიგდეს და ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვიმედოვნებ რომ ერთ დღეს ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და ბევრად უკეთესი გახდება.

 

IMG_0204

მათთან საუბრისას , რამდენადაც ჩვენ დავასკვენით მთავარი პრობლემა არის შესაბამისი ფინანსების არ ქონა. თანხის არ ქონის გამო მათ არ აქვთ შესაბამისი განათლება, რადგან არ დადიან სკოლაში. განათლების არ ქონის გამო კი მათ არ იღებენ სამსახურში. თუმცა სამსახურში არ აყვანის მიზეზეი მარტო განათლება არ არის, რადგან არის ხალხი ვისაც აქვს შესაბამისი განათლება, მაგრამ ისინი დისკრიმინირებულნი არია. ანუ ერთ-ერთი მტავარი პრობლემა არის დისკრიმინაციაც. თითქოს ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე ჯაჭვივით და ასეთ სიტუაციაში მართლაც რომ ძალიან ძნელია მსგავსი პრობლემების გადაჭრა რაც შეიძლება ეფექტურ დროში, მაგრამ ალბათ, მაინც არსებობს გარკვეული გამოსავალი, რომ ამ ხალხის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.

 

One thought on “მოგზაურობა ბოშათა ქალაქში

  1. მხოლოდ ფინანსები ბევრს არაფერს წყვეტს, როდესაც საქმე დისკრიმინებული ჯგუფის ინტეგრაციასა და განვითარების ხელშეწყობაზეა საუბარი. საჭიროა გრძელვადიანი და კომპლექსური მიდგომა, ანუ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება
    1. საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა მათ მიმართ, რაც გაქტიურად მოწყვლადი ჯგუფების იზოლაციას იწვევს. ანუ შეხედულებები რომ “X” ბინძურები , ქურდები, ბოზები, გონებაჩამორჩენილები და ა.შ. არიან, უნდა აღმოიფხვრას. ეს ნეგატიური შეხედულებები ურთიერთობებს ხელს უშლის, ხშირად შეიძლება აგრესიის სხვადასხვა ფორმებამდეც მივიდეს.
    2. დოკუმენტების მოწესრიგება ჯგუფის წევრებისათვის, ანუ დაბადების მწომობები, პირადობები და ა.შ. ისე რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყოს და შრომით ურთიერთობებში/განათლების მიღებაში ხელი არ შეეშალოთ
    3. ჩვევების განვითარება, რომელიც აუცილებელია დასაქმებისათვის, სწავლსათვის და ა.შ.
    4. ინტეგრაციის პროგრამები სხვადასხვა კომპონენტბით, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ.
    5.
    6.
    7.
    …🙂

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s