Playstation 1 -ის ემულატორი

Untitled

ბევრ ჩვენგანს ახსოვს ძველი დრო და, რათქმაუნდა, ის ძველებური ვიდეო თამაშები რომლებიც ცნობილ (Sony) Playstation-ზე ეშვებოდა. სამწუხაროდ უმეტესობას (გარკვეული მიზეზების გამო) Sony-ს თამაშებს ვეღარ თამაშობს, რადგან იგი გაყიდა ან დისკი გაუფუჭდა (ან დედამისმა გადაუგდო ფანჯრიდან). მოკლედ ნუ იქნებით დამწუხრებულები, რადგან  Playstation 1-ის ფანატიკოსმა პროგრამისტებმა შექმნეს PC-ზე სონის თამაშების გასაშვებად ე.წ. ემულატორი (emulator), რომელიც როგორც ხვდებით Playstation-ის პლატფორმის სიმულირებას აკეთებს თქვენს კომპიუტერში.

Untitled

  1. რომელი ემულატორი ჯობია და საიდან გადმოვიწერო?

დღესდღეობით Playstation 1-ის ემულატორებს შორის ლიდერობს ePSXe ემულატორი, რომელიც მოსახერხებელია და ბევრი ფუნქცია გააჩნია (მათ შორის ონლაინ თამაშის). მისი გადმოწერა შეგიძლიათ ePSXe-ს ოფიციალური საიტიდან.
2. რას ვაკეთებთ ემულატორის გადმოწერის შემდეგ?

Playstation 1-ის ემულატორს (ამ შემთხვევაში ePSXe-ს) თამაშის გასაშვებად სჭირდება ე.წ. პლაგინები (plugins). პლაგინები არსებობს: ვიდეო, აუდიო, CD-ROM და ა.შ.

სანამ გადავიდოდეთ პლაგინების გადმოწერაზე და მათ გამოყენებაზე, არ უნდა გამოგვრჩეს ყველაზე მთავარი კომპონენტი: BIOS (რომელიც ePSXe-საც სჭირდება). BIOS-ის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

ხოლო, პლაგინების გადმოწერა შეგიძლიათ ამ ლინკიდან.

პ.ს. რათქმაუნდა არსებობს სრული პაკეტი ePSXe-სი, რომელსაც მოყვება BIOS-ი და პლაგინები.

ამ ყველაფერს ვათავსებთ ePSXe-ს დირექტორიაში არსებულ შესაბამის საქაღალდეებში (BIOS-ს -> bios ფოლდერში, ხოლო პლაგინებს -> plugins ფოლდერში).

3. ემულატორის კონფიგურაცია:

ePSXe-ს თავდაპირველად გაშვებისას იგი მოგთხოვთ ემულატორის მომართვას (დაკონფიგურირებას). ყველაფერი მარტივადაა: ვირჩევთ სასურველ BIOS-ს, შემდეგ პლაგინებს, შემდეგ მოვმართავთ gamepad-ის ღილაკებს და სულ ეგაა (ნუ მთლად ეგ არაა – ცალკეული პლაგინების მომართვაცაა საჭირო მაგრამ მაგაში თქვენ თვითონ გაერკვევით).

4. ყველაფერი ზემოთხსენებული გავაკეთე და ახლა როგორ გავუშვა თამაში?

მარტივად, გაუშვით ePSXe და დააწკაპუნეთ ან File->Run CD-ROM ღილაკს, ან File->Run ISO. იმ შემთხვევაში თუ თამაშს უშვებთ დისკიდან მაშინ Run CD-ROM ხოლო თუ თამაშის დისკი გაქვს დაკოპირებული .iso ფორმატად მაშინ File->Run ISO (გირჩევთ თამაშების ასლი გააკეთოთ .iso ფორმატში და ისე გაუშვათ, რადგანაც არსებობს CD-ROM-ის აფეთქების საშიშროება).

5. როგორც პირატმა – საიდან შემიძლია გადმოვიწერო სონის (.iso ფორმატის) თამაშები?

არსებობს ბევრი საიტების სადაც დევს სონის თამაშები – მაგალითად:

http://www.romulation.net/

http://coolrom.com/roms/psx/

http://www.roms4droid.com/psxbios.php

P.S. სასურველი თამაშის არ არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგუგლოთ!

 

 

სტატიის ავტორი : ვახტანგ ლალუაშვილი

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s