ინფორმაციის წაკითხვა .JSON ფაილიდან

ვთქვათ გვაქვს .json გაფართოების ტექსტური ფაილი და ამ ფაილიდან გვინდა ინფორმაციის წაკითხვა JAVA 7-ში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება java.nio.file.Paths -პაკეტში არსებული Path კლასი და java.nio.file.Paths -პაკეტში არსებული Paths კლასი.  ამ უკანასკნელს აქვს get() მეთოდი, რომელსაც პარამეტრად გადაეცემა .JSON ფაილის მისამართი.  გარდა ამისა, დაგვჭირდება BufferedReader კლასი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ წავიკითხოთ ჩვენი ფაილი როგორც სტრიქონი (String) . BufferedReader კლასი არის java.io.BufferedReader პაკეტში. JAVA 7 -ში BufferedReader ობიექტის შესაქმნელად გამოიყენება შემდეგი სინტაქსი :

BufferedReader br = Files.newBufferedReader(path,StandardCharsets.UTF_8);

სადაც ვიყენებთ StandardCharsets კლასს, რომელიც java.nio.charset.StandardCharsets პაკეტშია და ვუთითებთ მას UTF_8 -ს რადგან ჩვენს .JSON ფაილში შეიძლება ინფორმაცია ეწეროს ქართული უნიკოდით. ამის შემდეგ შევქმნათ სტრიქონი, რომელსაც ყოველ ჯერზე მივანიჭებთ ფაილიდან წაკითხულ სტრიქონს (ფაილიდან წაკითხვას ვახორციელებთ სტრიქონ-სტრიქონ). ფაილებთან მუშაობისას ხშირად გამოიყენებენ StringBuilder კლასს, რადგან მას აქვს ისეთი მოსახერხებელი მეთოდი, როგორიცაა append(). ამ მეთოდის მეშვეობით ყოველ ჯერზე ჩვენ არ ვქმნით ახალ ობიექტს (მოგეხსენებათ ჯავაში სტრიქონი არ არის პრიმიტიული ტიპი). როცა StringBuilder-ის ობიექტს შევქმნით , შემდეგ ვიწყებთ ფაილიდან ამოკითხვას მანამ, სანამ ყველა სტრიქონს არ წავიკითხავთ. როცა ფაილს ამოვწურავთ (ყველა სტრიქონს წავიკითხავთ), ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს StringBuilder-ის ობიექტი, რომელიც არის String ტიპის და შეიცავს მთელ ფაილს. ამის მერე უკვე ვიყენებთ GSON კლასს, რომელსაც აქვს მეთოდი fromJson(). ამ მეთოდს პირველ პარამეტრად გადაეცემა სტრიქონი (რომელშიც წერია ამოკითხული ფაილი) და ის ობიექტი, რომელ ობიექტშიც გვინდა გადავიყვანოთ ჩვენი .JSON ფაილი.

შენიშვნა: ყურადღებამისაქცევია ის, რომ სანამ დავიწყებთ ფაილიდან წაკითხვას, ჩვენ უნდა გვქონდეს შექმნილი იმ სტრუქტურის ობიექტი (კლასი) , რაც წერია .JSON ფაილში. მაგალითად .JSON ფაილში წერია ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ (უნივერსიტეტის კოდი , უნივერსიტეტის სახელი) . ჩვენ უნდა გვქონდეს შემდეგი სახის ობიექტი ჩვენს პროგრამაში :

1

GSON კლასი არის google-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია და იგი არის com.google.gson.Gson; პაკეტში. შენიშვნა: BufferedReader-ის გამოყენება JAVA 7-ში შეგვიძლია მხოლოდ try – catch ბლოკში.  ახლა კი ვნახოთ ის ,თუ როგორი სახე აქვს ჩვენს პროგრამას, რომელიც .JSON ფაილიდან კითხულობს ინფორმაციას და GSON კლასის დახმარებით გადაყავს ის ჩვენთვის სასურველ ობიექტში (ამ შემთხვევაში University-ში).

2

 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s