Enum ჯავაში

enum ტიპი, იგივე enumeration ტიპი ჯავაში არის ტიპი, რომლის ველები არის ფიქსირებული კონსტანტები. JDK 1.4-ის შემდეგ, ჯავას დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ დაედოთ ჯავაში enum-ები და ის ოფიციალურად გამოუშვეს JDK 1.5 ვერსიაში.

enumeration-ი ჯავაში იქმნება “გასაღები სიტყვით” enum. enum-ი არის კლასის სპეციალური ტიპი, რომელიც ყოველთვის არის java.lang.Enum კლასის მემკვიდრე. ვნახოთ უმარტივესი მაგალითი enum-ისა.

1

 

enum-ები ასევე შეიძლება გამოვაცხადოთ კლასის შიგნითაც. ვნახოთ ეს მაგალითიც:

2

 

გულისხმობის პრინციპით enum-ი არ მოითხოვს კონსტრუქტორს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ შევქმნათ კონსტრუქტორიანი enum-ი და თითოეული ტიპის მდგომარეობის ინიციალიზაცია მოვახდინოთ კონსტრუქტორით. ვნახოთ ამისი შესაბამისი მაგალითიც

3

 

ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი enum-ი ცხადად გავხადოთ java.lang.Enum კლასის მემკვიდრე ანუ არ შეგვიძლია დავწეროთ enum Direction extends java.lang.Enum , რადგან Enum კლასი არის final.

ახლა ვნახოთ enum-ში მეთოდის გამოყენება. თითოეულ მიმართულებას დავაბეჭდინოთ რომელი მიმართულებაა. ამისთვის შევქმნათ აბსტრაქტული მეთოდი sayDirection და თითოეული მიმართულებისთვის გადავსაზღვროთ ის,

4

 

ახლა უბრალოდ დავტესტოთ ის, რაც ჩვენ დავწერეთ და ვნახოთ შედეგები.

5

 

მოცემულო კოდის შესრულებისას გამოსატანი ეკრანი იქნება შემდეგნაირი. აქვე აღვნიშნოთ ის, რომ values() მეთოდი აბრუნებს enum-ების მასივს.6

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s