Mercurial

სანამ უშუალოდ იმის ახსნაზე გადავიდოდეთ, თუ რა არის Mercurial-ი, მოდით ვთქვათ რა არის Source Control-ი. Source Control-ი არის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი ისეთ პროექტზე მუშაობისას, რომელზეც რამდენიმე პროგრამისტი მუშაობს. როგორც წესი დიდ პროექტებზე ყოველთვის ჯგუფები მუშაობენ. ჯგუფის თითოეული წევრი გაიყოფს საქმეს და შემდეგ თავიანთ ნაწილზე მუშაობენ. უხეშად რომ ვთქვათ, არის ერთი მთავარი პროექტის გზა (ღერძი), რომელსაც აქვს შენაკადები. თითოეული შენაკადი არის ჯგუფის თითოეული წევრის დავალება. როდესაც ვინმე თავის ნაწილში რამეს გააკეთებს, საჭიროა ეს ნამუშევარი ასახოს მთავარ პროექტზე, რადგან ცვლილებები ნახოს ჯგუფის სხვა წევრებმაც. სწორედ ამისთვის გამოიყენება Source Control-ის ერთ-ერთი საშუალება Mercurial-ი.  (იმედია Source Control-ზე მცირე წარმოდგენა მაინც შეგექმნათ)

ახლა გადავიდეთ უშუალოდ Mercurial-ზე. ეს უკანასკნელი არის Source Control-ის მულტიპლათფორმული იარაღი (Tool). მისი იმპლემენტაცია დაწერილია პროგრამირების ენა პითონზე, მაგრამ diff (უტილიტა რომელსაც გამოაქვს ინფორმაცია ორ ფაილის შედარების შესახებ) დაწერილია C-ზე. მისი გამოყენება შესაძლებელია Windows-სა და UNIX-ის მსგავს სისტემებზე. Mercurial-ი არის command line პროგრამა, მაგრამ GUI (Graphical User Interface) გაფართოებებიც შესაძლებელია მისთვის. Mercurial-ის ყველა ოპერაცია გამოძახებულია, როგორც მისი მთავარი driver პროგრამის hg-ის არგუმენტი.

 

ახლა გავეცნოთ მცირე ინფორმაციას მერკურიალის ისტორიაზე. Matt Mackall-მა პირველად გამოაცხადა Mercurial-ი 2005 წლის 19 აპრილს. შემქმნელს მოტივაცია მოუმატა და მისი მამოძრავებელი ძალა, რომ შეექმნა Mercurial-ი გახდა ის ფაქტი, რომ Bitmover-მა გამოუშვა BitKeeper-ის უფასო ვერსია. BitKeeper-ს იგივე ფუნქცია ჰქონდა რაც Mercurial-ს. ის იყო Source Control-ის საშალება Linux kernel პროექტებისა. დღესდღეობით Mercuria-ი გამოიყენება ბევრ პროექტში.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s