პირველი Hack@Ton-ი რომელშიც მონაწილეობა მივიღე

ჰაკათონი, ეს არის ღონისძიება, სადაც კომპიუტერული მეციერებების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჰაკათონი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. მე მოგიყვებით იმ ჰაკათონზე, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, ევროპაში ყველაზე დიდ ჰაკათონზე.

14-16 მარტს, საქართველოში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონი. ამ ჰაკთონის ხანგრძლივობა 48 საათი იყო. მე მისი ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი. გუნდში ოთხი სტუდენტი ვიყავით. გიგა ჩალაური (მე) , ბექა ბუხრაძე, თემო კიკნაძე და ვახტანგ ლალუაშვილი. დიდი ხანი ველოდებოდი ამ ღონისძიებას.

ჰაკათონში ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული პროექტი, რომელსაც პოსტის ბოლოს განვიხილავ, ჩემი იდეა იყო. გულახდილად გეტყვით და თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ პროექტით ვერ გავიმარჯვებდი და ათეულში მოხვედრის (რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამიხარდებოდა ძალიან, მაგრამ რეალისტურად უნდა შეხედო ყველაფერს) შანსიც იმდენად მინიმალისტური იყო, რომ არც მაგისი იმედი მქონდა. (ზოგი ალბათ ფიქრობს, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასე არ მოხდა, მაგრამ სულ არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ჩემზე და ვინ რას იტყვის ჩემზე). ჩემი ჰაკათონში მონაწილეობის მიზანი იყო ერთი: ასებული ცოდნის პრაქტიკაში გმაოყენება და განმტკიცება და რაიმე ახალის დამატება ცოდნისთვის და ვთვლი, რომ მიზანი შევასრულე.

ჰაკათონმა გარდა სხვა სიკეთეებისა მომცა ის, რომ გავიცანი ბევრი ძალიან ჭკვიანი ადამიანი. მივხვდი იმას, რომ საქართველოში არის თაობა, რომელსაც შეუძლია შექმნას რაღაც ღირებული. ჰაკათონზე შევიძინე ახალი მეგობრები და ამასთან ერთად უფრო დავშორდი ზოგ „მეგობარს“. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ორი ღამის გათენება და ბოლო დღეს ამან შედეგიც გამოიღო. სახლში წასვლა და მეორე დღეს მისვლა შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენი პროექტი პატარა იყო და სახლში რომ წავსულიყავით არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ ის ორი ღამე რომელიც გავათენე რაღაცებს ვტესტავდი და ვცდილობდი ახალი დამემატებინა, რადგან ისედაც პატარა პროექტში არ მინდოდა რომ ხარვეზები (BUG-ები) ყოფილიყო. არ მიყვარს დაწყებული საქმის შუაში მიტოვება და სწორედ ამიტომ ვქენი ასე და ვთვლი რომ ძალიანაც კარგი ვქენი ასე რომ მოვიქეცი.

ამასთან ერთად არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ თანადგომისთვის და გვერდში დგომისთვის რაც მათ გამოხატეს ჩემს მიმართ. გვერდში მედგნენ და მგულშემატკივრობდნენ მიუხედავად იმისა, რომ პატარა და მარტივი პროექტი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო ის, რომ ეს პროექტი ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა. დიდი მადლობა ირაკლის, რომელიც ბოლო ღამეს, როცა ჩემი გუნდის წევრებმა ვეღარ გაუძლეს და სახლში წავიდნენ, მომეხმარა და Front-ის დაწერაში დამეხმარა და დიდი წვლილი შეიტანა პროექტის დასრულებაში. ჩვენ გამთენიის 4 საათამდე ვსაუბრობდით Skype-ში.🙂

ჰაკათონი, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში (პირველში მონაწილეობა არ მიმიღია) დამთავრდა და გამარჯვეული ისევ ის გუნდი გახდა, რომელმაც პირველი ჰაკათონი მოიგო. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და საამაყოა რომ ზედიზედ მეორედ ჰაკათონი მოიგეს ჩემმა თანამშრომლებმა და იმ ხალხმა, რომელთან ერთადაც ვატარებ მთელი დღის უმეტეს ნაწილს და რომლებისგანაც ბევრ ცოდნას ვიღებ.

საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა, მაგრამ მიდოდა რომ ეს დამეწერა. ახლა კი ჩვენს პროექტს აგიხსნით ორიოდე სიტყვით.

ჩვენს პროექტს „Tout To Georgia” ერქვა. ვებ გვერდის უკანა მხარე (Back-End) დაწერილია მთლიანად ჯავაზე. გამოყენებულია mySql მონაცემთა ბაზა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს და Front-End-ს html და  Ajax.

როცა მომხმარებელი შედის ვებ გვერდზე, ის ირჩევს იმ რეგიონს, რომელ რეგიონშიც სურს წასვლა. ამის შემდეგ მან უნდა აირჩიოს უკვე არჩეული რეგიონის ქალაქები (ქალაქებს რა თქმა უნდა პროგრამა სთავაზობს რეგიონებსი მიხედვით). ქალაქის არჩევის შემდეგ კი გამოვა იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი, რომელიც არჩეულ ქალაქშია და ღირსშესანიშნაობის არჩევის შემდეგ, „ძებნა“ ღილაკზე დაჭერით მომხმარებელს გამოუვა მის მიერ არჩეულ ღირსშესანიშნაობის ისტორია და აღწერა. დროში ვერ მოვასწარით, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ პროექტის განვითარებას და ინფორმაციასთან ერთად მომხმარებელი ნახავს არჩეული ღირსშესანიშნაობების Slide Show–სა და ნახავს ამ ღირსშესანიშნაობას Google Map-ზე , ანუ ეს ორი რაღაც დაემატება, რის მერე პროექტის განვითარებაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ მცირე გამოფენა გაიმართა და პროექტზე იმაზე მეტმა ადამიანმა გვკითხა რაღაცები, ვიდრე მოველოდი. დაახლოები 9-10 ადამინი დაინტერესდა ამ პროქტით. მოვისმინე კომპლიმენტებიც, შენიშვნებიც, რჩევებიც. არ დამავიწყება პირველივე პიროვნების სიტყვები, რამაც გარკვეული სტიმული მომცა: „ყოჩაღ, ეროვნული პროექტია, კარგია და აუცილებლად განავითარე“. მართალია ძნელია მოგეწონოს პროექტი, რომელიც ასე მარტივია ისეთი პროექტების გვერდზე, როგორიცაა რობოტების აწყობა, თამაშების შექმნა, მაგრამ მე ეს მინდოდა და ეს გავაკეთე. ასევე ძალიან გამიხარდა, როცა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ მოეწონა, რომ პროგრამული კოდი მეწერა კარგი სტრუქტურით. მოკლედ თავს აღარ მოგაბეზრებთ და შემოგთავაზებთ პროექტის სურათებს, სადაც უფრო ნათლად ჩანს ის ყველაფერი, რასაც ეს ვებ გვერდი აკეთებს.

შენიშვნა: ბოდიშს ვიხდი ტექნიკური Cover-ზე ტექნიკური ხარვეზისთვის. „ღირშესანიშნაობა“-ს ნაცვლად უნდა ეწეროს „ღირსშესანიშნაობა“. სიჩქარეში დიზაინეს ბეჭდვაში გაეპარა და ტესტირების მომენტში ამას სამწუხაროდ არ დავკვირვებივართ.

1

2

3

4

5

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s