Apache Maven

ამ პოსტში უბრალოდ მიმოვიხილავ იმას, თუ როგორ შევქმნათ Maven-ის პროექტი command line-დან. Maven-ის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ mvn archetype:generate ბრძანებით შეგვიძლია დავაგენერიროთ Maven-ის პროექტი, თუმცა როდესაც ამ ბრძანებას გავუშვებთ, რამდენიმე წამი დავიცდით და გამოვა შემდეგი სურათი :

a

თუ მნიშვნელობას არ შევიყვანთ არაფერს და უბრალოდ დავაჭერთ ENTER ღილას, შემდეგ გამოვა სხვა შეკითხვა :

ბ

 

თუ კიდევ ENTER ღილაკს დავაჭერთ შემდეგაც გამოვა მესიჯი, რომელიც მოგვთხოვს რომ შევიყვანოთ groupId-ის მნიშვნელობა და მისი შეყვანის შემდეგ უკვე მოგვთხოვს artifactId-ის მნიშვნელობის განსაზღვრას და შემდეგ პროექტის ვერსიის მითითებას. ამის შემდეგ package-თვის მნიშვნელობის განსაზღვრას, რის შემდეგაც უკვე შეყვანილი ინფორმაციის დადასტურებას მოვახდენთ თუ Y-ს შევიყვანთ.

 

მოდით გავიაროთ ის პროცესი, თუ რა ხდება ამ დროს რეალურად და რას აღნიშნავს ის რიცხვები, რის მითთებასაც პირველივე კითხვის შემთხვევაში “გვთხოვდა”.

mvn archetype:generate აღნიშნული ბრძანება გამოიყენება იმ მიზნით, რომ შევქმნათ პროექტი უკვე არსებული შაბლონიდან. ბევრი დეველოპერისა თუ ჯგუფის მიერ არის უკვე განსაზღვრული archetype-ები. როცა ჩვენ ვუშვებთ აღნიშნულ ბრძანებას, Maven-ი აკეთებს შემდეგს:

  1. ახდენს maven-archetype-plugin-ის ბოლო ვერსიის ჩამოწერას
  2. archetype-ის სია შეიძლება გამოყენებული იქნას პროექტის შესაქმნელად. თუ განვსაზღვრავთ archetype-ს აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად მაშინ ინტერაქციის ეტაპი დაიწყება groupId-ის მითითებიდან. archetype-ის განსაზღვრა ხდება შემდეგი ბრძანებით: -DarchetypeArtifactId:value ,სადაც value-ს ადგილას შეგიძლია მიუთითოთ ნებისმიერი ჩამოთვლილთაგანი c
  3. Default-ად Maven-ი ირჩევს maven-archetype-quickstartს რომელიც ქმნის Hello World პროექტს source და test კლასებით. თუ ასეთი პროექტის შექმნა გვინდა, იქ სადაც უნდა მივუთითოთ რიცხვი არაფერს მივუთითებთ და უბრალოდ Enter-ს დავაწვებით, ხოლო თუ გვსურს სპეციფიური ტიპის აპლიკაციის შექმნა, მაშინ მივუთითებთ archetype-ს შესაბამის მნიშვნელობას (ეს უნდა მოძებნოთ). მაგალითად თუ არ შეიცვალა 153 იყო webapp-ის მნიშვნელობა.
  4. groupId-ის, artifactId-ის და ვერსიის მითითების შემდეგ უკვე Maven-ი გეკითხებათ შეტანილი ინფორმაციის დადასტურებას და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ხდება Y-ის შეტანითა და შემდეგ Enter-ზე დაჭერით🙂

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s