ქართული გუნდები ევროპა ლიგაზე

დადგა ზაფხული და მასთან ერთად მოვიდა ევრო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებიც. მოგეხსენებათ, საქართველოდან 4 გუნდი იასპარეზებს ევრო თასების საკვალიფიკაციო რაუნზე. გორის დილა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას, როგორც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო მეორეადგილოსანი ბათუმის დინამო , მესამე ადგილოსანი თბილისის დინამო და მეოთხე ადგილოსანი ცხინვალის ცხინვალი ევროპა ლიგისის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებენ ასპარეზობას.

ბათუმის დინამოს მეტოქე ერთ-ერთი ცნობილი გუნდია. შავი ზღვისპირელები კვიპროსული ომონია იქნება. ომონია კვიპროსის დედაქალაქის ნიქოზიის გუნდია. პირველ მატჩს ბათუმელები 2 ივლისს, 20:00 საათზე ზესტაფონში გამართავენ.

Omonia

თბილისი დინამოს ბათუმელებისგან განსხვავებით შეიძლება ვთქვათ, რომ მეტოქეში გაუმართლა, მაგრამ იოლი ბრძოლა არც მათ ელით. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი აზერბაიჯანულ გაბალას დაუპირისპირდება. პირველი მატჩში 2 ივლისს, 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.

Gabala

ცხინვალის ცხინვალის მეტოქე იქნება რუმინული ბოტოსანი. მოგეხსენებათ ცხინვალი საქართველოს ჩემპიონატში ახალბედა გუნდია და მათთვის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი თამაშის ჩატარება ევრო თასებზე, რადგან მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინონ, რომ ცხინვალი საქართველოა. ცხინვალი პირველ მატჩს რუმინეთში გამართავს. მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

Botosani

 

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s