ჩემი პირველი ნახევარ-მარათონი ანუ Run For Charity

დღეს, 2015 წლის 25 ოქტომბერს ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით გაიმართა TBILISIMARATHON-ი, რომელშიც რამდენიმე კატეგორიის გარბენი იყო. ბავშვთა გარბენი, 10 კილომეტრიანი გარბენი და ნახევარმარათონი 21.1 კილომეტრიანი გარბენი.

start

მონაწილეობა მივიღე ნახევარმარათონში და ეს იყო ჩემი პირველი სირბილი გრძელ მანძილზე. მთავარი მოტივაცია ჩემი იყო, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა ფინიშამდე მივსულიყავი. რეგისტრაციისას მივუთითე, რომ სავარაუდოდ 2 საათსა და 12 წუთში ვირბენდი, ხოლო ფინიშამდე მისვლას 2 საათი 7 წუთი და 55 წამი მოვანდომე და საერთო რეიტინგში (ვაჟები და გოგოები) 211-ე ადგილი დავიკავე, ხოლო 20-23 წლიან მონაწილეთა შორის 22-ე ადგილს დავჯერდი. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, დაახლოებით 10 000 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, მაგრამ ამათგან დაახლოებით 20% არ გამოცხადდა, ხოლო გამოცხადებულთა დაახლოებით 20-25%-ს შეადგენდა ეროვნული თავდაცვის აკადემია, საქართველოს შეირაღებული ძალები, სერჟანტთა მომზადების ცენტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამასხური.

cert

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ წევრს საორგანიზაციო ჯგუფისა, თითოეულ მოხალისეს, საპატრულო სამსახურს, რათა უზრუნველყვეს გზის თითქმის ყველა მონაკვეთის გადაკეტვა და ასევე მონაწილეების გამხნევება. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ხალხს, რომლებიც ქუჩებში იდგნენ და ტაშით გვამხნევებდნენ თითოეულ მონაწილეს, პატარა ბავშვებს, რომლებიც ასევე თავისი პატარა ხელებით გვიკრავდნენ ტაშს და გვქომაგობდნენ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს. დარწმუნებული ვარ თითოეული მოტივაცია იყო ის, რომ ეჩვენებინა სხვისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ასევე ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეუძებელი არაფერია. ამ ღონისძიებაში გარდა საპრიზო ადგილებზე გასულებისა, ყველა მაინც გამარჯვებულია. რადგან მონაწილეები ფინიშთან მისულებს ულოცავდნენ დასრულებას. ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როცა ფინიშის ხაზი გადავკვეთე და ერთ-ერთი უცხოელი მოვიდა და მომილოცა სირბილის დასასრული. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ასე რომ ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც ამ ღონისძიებაში რაიმე ფორმით მიიღო მონაწილეობა.

finish

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s