ფაილის დამალვა სურათში

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაილის ან ფაილების სურათში დამალვა შესაძლებელია და ეს მარტივი გასაკეთებელია JPEG, GIF და PNG ფორმატის სურათის შემთხვევაში.

ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, სურათის შიგთავსს (ბაიტებს) ბოლოში ემატება საიდუმლო ფაილის შიგთავსი. მიღებულ ფაილს კომპიუტერი მაინც ფოტოსურათად აღიქვამს.

მოდით განვიხილოთ მარტივი მაგალითი. ვთქვათ, გვაქვს ორი საიდუმლო ფაილი “secret file 1.txt” და “secret file 2.txt“, რომელთა დამალვაც გვსურს (საგულდაგულოდ არჩეულ) “trump.jpg” სურათში.

img1

იმისათვის რომ სურათიდან საიდუმლო ფაილების ამოკითხვა მარტივად მოვახერხოთ, გამოვიყენოთ არქივატორი (ჩვენ შემთხვევაში WinRAR).

ჯერ დავაარქივოთ ეს ორი საიდუმლო ფაილი (არქივში სახელით secret.rar), ხოლო შემდეგ მივამაგროთ ეს არქივი სურათს.

მიმაგრება შეგვიძლია ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, თუმცა ამჯერად გამოვიყენოთ cmd-ის ბრძანება. გავხსნათ cmd, გადავიდეთ ჩვენ საქაღალდეში და გამოვიძახოთ ბრძანება:

copy /b trump.jpg + hidden.rar secret_trump.jpg

img2

copy – აკოპირებს ერთ ან რამდენიმე ფაილს სხვაგან. ხოლო, /b მიუთითებს რომ ხდება ფაილის ბინარული კოპირება (ანუ ითვალისწინებს გაფართოებულ სიმბოლოებს).

საბოლოოდ, დამალული ფაილების სანახავად, secret_trump.jpg სურათს გავხნით იმ არტივატორით, რომლითად დავაარქივეთ საიდუმლო ფაილები (ჩვენ შემთხვევაში WinRAR-ით).

img3

საბოლოო სურათის ზომა, როგორც უკვე მიხვდით, იქნება არქივისა და თავდაპირველი სურათის ზომების ჯამის ტოლი.

ამიტომაც, იმისათვის რომ ვინმე არ დაეჭვდეს სურათის შიგთავსში, მისი ზომა არ უნდა იყოს საგრძნობლად დიდი (იგულისხმება, რამდენიმე ათეული ან ასეული მეგაბაიტი და მეტი).

 

ავტორი : ვახტანგ ლალუაშვილი

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s