კერძო დაზღვევა და მისი პრობლემები

მე თქვენ მოგიყვებით პატარა ამბავს ციკლიდან, მინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. ევექსი • EVEX კლინიკა, რომელშიც საერთოდ აღარ მივალ. ჩემი ამბავი ასეთია:

Insurance-dice-copy.jpg

ევექსის ერთ-ერთ ფილიალში (მთაწმინდის) ჩავეწერე ნევროლოგთან კონსულტაციაზე. მისულს მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვა იმედი L • Imedi L-მა ჩაწერისას და დღეს ის კონკრეტული ექიმი არ იქნებოდა. ამიტომ შემომთავაზეს სხვა ექიმი, რომელსაც დავთანხმდი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დროში შეზღუდული ვიყავი და სხვა დღეს ვერ მივიდოდი. კონსულტაციის დაწყებიდან 5 წუთში ჩემთვის სასურველი ექიმი მოვიდა. კონსულტაციის დასრულების შემდეგ რეგისტრატურაში მივედი და ვუთხარი თუ რატომ შემიყვანეს შეცდომაში. გოგონამ შემიყვანა მენეჯერთან, რომელსაც ავუხსენი ის, რომ კლინიკამ დაუშვა შეცდომა და ვხოვდი უბრალოდ ჩემთვის სასურველ ექიმთან უფასო კონსულტაციას დღესვე. მენეჯერმა შეცდომა აღიარა და გამოსწორების გზა მარტივად მონახა, სიტყვა “ბოდიში”. ჩემი დამარწმუნებელი მაგალითები რომ მოვუყვანე, უბრალოდ მენეჯერმა ოპონირება ვერ გამიწია და მეტიც, ოთახიდან გამოსულს ჩუმად მომესმა, რომ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ “ჩვენი შეცდომაა და ეს ბიჭი მართალია და სწორი მოთხოვნა აქვს”-ო. მენეჯერის ოთახიდან გამოვედი სიტყვებით “აზრი არ აქვს თქვენთან ლაპარაკს და ნერვების შლას”. ამ დროს გამაჩერა კლინიკის ადმინისტრაციის უფროსმა და მკითხა თუ რა მოხდა, მეც დაღლილმა ხელმეორედ ავუხსენი სიტუაცია და შემიყვანა თავის ოთახში. იქ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ თუ ვიყავი ექიმით უკმაყოფილო. გარკვევით ავუხსენი, რომ არ აქვს აზრი ექიმის კმაყოფილი ვიყავი თუ არა, მე ვიყავი ჩაწერილი სხვა ექიმთან და თქვენივე შეცდომის გამო ვერ მივედი იმასთან მეთქი. ავუხსენი, რომ დაზღვევაში ვიხდი ფულს და შესაბამის სერვისს ვერ ვიღებდი და ექიმით აპელირება უბრალო თავისმართლება იყო. მითხრეს, რომ ბოდიშს იხდიდნენ, წუხდნენ და მეორედ არ განმეორდებოდა იგივე, თუმცა ხაზგასმით ვუთხარი, რომ მეორედ მე თქვენს კლინიკაში არ მოვალ მეთქი, ასევე მაგალIთად მოვუყვანე ის შემთხვევა, როცა ამავე ქსელის სხვა ფილიალში ნევროლოგმა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს რადიკალურად სხვა და შეცდომითი დიაგნოზი დაუსვა და სწორედ ამის გამო ჰქონდა ჩემთვის ექიმს მნიშვნელობა. საბოლოოდ წამოვედი იმ სიტყვებით, რომ ამ კლინიკაში საერთოდ არ მივალ. კლინიკა, რომელიც თავის შეცოდმაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს, არ უნდა არსებობდეს. დიახ, უნდა დაიხუროს. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და ესეც ვუთხარი, თუმცა ასეთი მარტივი შემთვევიდან რომ ყველაზე მარტივ გამოსავალს, რომელსაც მე ვთავაზობდი, ვერ იპოვი, უბრალოდ სირცხვილია.

წამოსვლიდან 1 საათში, როცა სამსახურში დავბრუნდი, დამირეკა ამავე ფილიალის მენეჯერმა და მითხრა, რომ უფასოდ გამატარებდნენ ჩემთვის სასურველ ექიმთან კონსულტაციას. მას გასაგებად ავუხსენი, რომ სამსახურში დავბრუნდი და ამდენჯერ ვეღარ გავენთავისუფლებოდი, გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინანდელი გამოცდილების გამო არ მქონდა სურვილი მანდ მისვლის. კიდევ ერთხელ არგუმენტირებულად ავუხსენი თავისი შეცდომა და მივუთითე იმაზე, რომ არანაირი გართულება არ მოხდებოდა თუ მაშინვე მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რომლითად დამირეკეს უკვე 1 საათის მერე.

განვლილი გამოცდილების გათვალისწინებით, ვთვლი, რომ დაზღვევა უბრალოდ ბიზნესადაა ამ ქვეყანაში ქცეული (კერძო დაზღვევაზე ვსაუბრობ). მე მინდა კარგ, განვითარებულ, მოწესრიგებულ ქვეყანაში ცხოვრება და ამის გამო ბრძოლას ვაპირებ, თუმცა ხალხის მენტალიტეტში უპასუხისმგებლობა ისე გამჯდარი რომ რთული ბრძოლა მელის წინ. გიწვევთ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ განვითარების, ვისაც გინდათ მოწესრიგებული იყოს ყველა სერვისი.  ჯერჯერობით ისეთი სიტუაციაა, რომ მეტეორს ვიმსახურებთ.

Leave a Reply / უპასუხე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s