რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა !

2011 წლის 3 ოქტომბერი იყო . ენთუზიაზმით ანთებულმა დილით 7-ის ნახევარზე გავიღვიძე. რატომ ასე ადრე ? ამ დღეს ხომ პირველად მივდიოდი უნივერსიტეტში . ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როცა უნივერსიტეტში მივედი იქაურობა უცხო იყო . უცხო იმიტომ რომ არავის ვიცნობდი და ჩვეულებრივ 9 საათზე შევედი ლექციაზე. ლექტორმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში . ძალიან მომეწონა . დღესაც დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ქეთევანს . პირველი დღეები და კვირეები ჩვეულებრივ მიმდენარეობდა, ვერაფერს ვატყობდი უჩვეულოს . ასე გავიდა რამდენიმე თვე . მეც მომწონდა უნივერსიტეტი თავისი ყველაფრით . შენობიდან დაწყებული , სწავლის ხარისხით დამთავრებული. თუმცა მეგობრები (ახალგაცნობილნი რომელტანაც უკვე კარგად ვიყავი დაამხანაგებული) მეუბნებოდნენ , რომ ეს იყო თსუ და ყველაფერი ისე არ იყო , როგორც პირველ კურსზე გვაჩვენებდნენ .

პირველად ეს ვიგრძენი ფიზიკის შესავლის ერთ-ერთ სემინარზე , როცა ლექტორმა მითხრა რომ იმ დღეს აქტიურობაში დამიწერდა 2 ქულიდან 1.2-ს . მე ეს გავაპროტესტე , რადგან სწავლის დაწყებისთანავე მიზნად სტიპენდიის აღება დავისახე და ქულების უაზროდ დაკარგვა არ მაწყობდა . ჩემს პროტესტზე თუ რატომ მაკლებდა 0.8 ქულას, ლექტორმა მითხრა რომ ვიცი მუშაობ , სახლში მეცადინეობ და ნუ ღელავ ბოლოსდ ავამრგვალებო , თუმცა ცდილობდა ჩემს თავიდან მოშორებას რადგან 1.2 როგორც არ უნდა დაამრგვალო 2 არ გამოდის. ქულის დაკლების მიზეზი იყო ის , რომ ლექტორს ვუთხარი როცა დავალებად მოცემული ამოცანები იკითხა , პატივცემულო 20 ამოცანიდან 17 ამოვხსენი და 3 ვერა მეთქი , ვეწვალე და გამიჭირდა და თუ შეიძლება ამოვხსნათ მეთქი . ამოცანები კი ამოხსნა მაგრამ ამაში ქულა დამაკლო. ეს არ იყო ის ლექტორი რომელიც თავიდან მყავდა .  ის ლექტორი გერმანიაში გაუშვეს და ეს შემცვლელი იყო . ამის შესახებ მეგობრებთან რომ ვთქვი , მათ მითხრეს : რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა !

შემდეგი ასეთი გაუგებრობა ფიზიკათან დაკავშირებით იყო ისევ . გამოცდაზე შემხვდა საკითხი (ამოცანა) რაც სემინარზე არ გვქონდა განხილული და ამაშიც ქულა დავკარგე . მიუხედავად იმისა , რომ ამის შესახებ საგნის მთავარ ლექტროს ვაცნობე , მისი რეაცია იყო ნოლი , მან საქმე სხვას გადააბრალა და სხვასთან მიმაგზავნა და მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა და შევეშვი .  მეგობრები ერთმანეთთან ვლაპარაკობდით და უცბად ეს ამბავი გავიხსენე და მათ კვლავ მითხრეს : რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა !

პირველი სემესტრი დავასრულე , დავასრულე ისე რომ ყველა საგანში ფრიადი მყავდა. საშუალო ქულაც მაღალი მყავდა და მიზანი შევასრულე. სტიპენდია ავიღე . ეს ძალიან გამიხარდა . მეორე სემესტრიც ენთუზიაზმით სავსემ დავიწყე . მეორე სემესტრის შუაში გავწევრიანდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში , სახელად “Sec Georgia” , ანუ “საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი”.

შემდეგი გაურკვევლობა თუ პრობლემა სწორედ ამ ორგანიზაციათან დაკავშრებით შემემთხვა . ტრენინგისა და ერთ-ერთ პროექტში “ასწავლე მოსწავლეს”-ში მონაწილეობის შემდეგ საუკეთესო უნდა წასულიყო ლიტვაში . რა თქმა უნდა , ლიტვის ამბავიც ჩაწყობით იყო, თუმცა ამაზე უარესი არის ის , რომ მაისში დასრულებული პროექტის სერთიფიკატი დღესაც არ მოუციათ.  ამ თემასა და ორგანიზაციას ერთი პოსტიც მივუძღვენი თუმცა უშედეგოდ. რამდენჯერაც მივწერე თუ დავურეკე ამ ორგანიზაციის  “პრეზიდენტს” ან არ მპასუხობდა წერილზე (Facebook-ით) ან საერთოდ იმალებოდა . ამაზეც მითხრეს მეგობრებმა რომ არ უნდა გამკვირვებოდა არაფერი რადგან მე თსუ-ში ვსწავლობდი.

რამდენიმე დღის წინ , 6 ივლისს ინგლისურში გამოცდა მქონდა და გამოცდაზე მოვიდა საკითხი , რომელიც არ უნდა ყოფილიყო . ამის გამო გადავწყვიტე არ გამეფუჭებინა ქულები და განმეორებით გამოცდაზე გავსულიყავი . ლექტორს რომ დავურეკე და ამის შესახებ ვაცნობე , მიპასუხა რომ ერთი შეცდომა დავუშვით რა მოხდაო და შემდეგში გაითვალისწინე , ვაი თუ ისევ გაგვეპაროს შეცდომაო . მისი ლაპარაკიდან სწორი დასკვნის გამოტანა სიმართლე გითხრათ გამიჭირდა. აქ უკვე გამახსნედა მეგობრების სიტყვები : რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა !

 

ჩემი და ამ პოსტის მიზანი ის კი არ არის ვლანძღო თსუ  , რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს და რომელსაც ცოდნის ტაძრის სახელი აქვს და მიუხედავად ამდენი ლანძღვა-კრიტიკისა ის მაინც ინარჩუნებს პოპულარობას. არა ! არა ! პირიქით მინდა რომ ეს იყოს უნივერსიტეტი სადაც არანაირი პრობლემა არ ექნება სტუდენტს . სადაც მსგავსი სიტუაციები არ იქნება. მინდა რომ თსუ-ს მიმართ არცერთი კრიტიკული და დამამაცირებელი სიტყვა არ ისმოდეს. თუმცა დღეს ეს ასე არაა და გული მწყდება . მინდა რომ თსუ იყოს ისეთი , როგორიც ეს იყო დაარსებისას , როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო ივანე ჯავახიშვილს , პეტრე მელიქიშვილს , ილია ვეკუასა და სხვა მისთანებს , ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის დაარსებაში . ამ ყველა პრობლემის მიუხედავად , მე მაინც მეამაყება , რომ ვსწავლობ თსუ-ში , ვსწავლობ უნივერსიტეტში , რომელიც დღესაც ამდენი კრიტიკის მიუხედავად პოპულარობას არ კარგავს და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ერთპიროვნულად ლიდერობს. უბრალოდ ჩემი მიზანი და დიდი სურვილია აღმოიფხვრას ის პრობლემები , რაც დღეს თსუ-შია  და აღარავინ გეუბნებოდეს : რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა ! 

9 thoughts on “რატომ გიკვირს ?! ეს ხომ თსუა !

  1. კარგი პოსტია. მეც ზუსტად ასეთი ემოციებით მივედი პირველ კურსზე და პირველივე სემესტრში წავაწყდი მაგ “რატომ გიკვირს? ეს ხომ თსუა”.. მე არა მაგრამ ჩემმა ქულებმა ცოტა მტკივნეულად გადაიტანეს. მეორე სემესტრში ცოტა “დავუმუღამე ” და დაეტყო კიდეც შეფასებებს მაგრამ რად გინდა.. ეს არ არის ის რაც უნდა იყოს და რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ერქვეს,,
    ცუდია.. ყველას გული გვწყდება და მაინც ვერაფერს ვაკეთებთ..

    • მე მარტო ცუდს არ ვუსვამ ხაზს , კარგიც ძალიან ბევრია მაგრამ ეს პრობლემები შემხვდა და ზოგადად სხვა საგნების სწავლების დონით კმაყოფილი ვარ

  2. sec georgiastan mec mqonda shexeba da roca gavarkvie eg adamianebi da organizacia aranair kavshirshi araa TSU-stan.ubralod otaxi aqvt universitetshi da vigaceebi borotad iyeneben TSU-s popularobas.tviton reqtorma tqva rom amg xalxs aranaiuri kavshiri ar aqvs universitettan

    • მაგრამ მათი პრეზიდენტი ამბობს რომ თსუ-თან აქვს კავშირი და თუ არ აქვს კონტაქტი უნივერსიტეტთან რექტორი რატომ აჩერებს უნივერსიტეტის შენობაში ?

  3. მართლა არ უნდა ხდებოდეს ისეთი გაურკვევლობები თსუ-ში რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი, რაღაც უნდა იღონონ ამ პრობლემების მოსაგვარებლად,

    • ერთ-ერთი რატომ? ამაზე მნიშვნელოვანი რომელია? თავისუფალი? მანდ ისეთი ხალხია საქართველოს არცერთი გამოადგება :დ. თსუზეა დამოკიდებული საქართველო :დ

      • არა რატომ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებიცაა მნიშვნელოვანი, მაგალითად ილია :დ :დ

  4. მე 4 ში მივედი პირველად უნივერსიტეტში. :)) და ის რაც ინგლისურის გამოცდაზე იყო ეგეთი უპასუხისმგებლობა და საგნისადმი არაგულისხმიერი დამოკიდებულება მართლა ცუდია. ლექტორი რომელიც მაგას იზავს რომ რაც არ გაუვლიათ იმას შეიტანს გამოცდაზე მეორე დღესვე უნდა გაუშვა

Leave a reply to christali კომენტარის გაუქმება